რას ფიქრობენ თელავში შეზღუდვების ნაწილის მოხსნათან დაკავშირებით
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
ამ საკითხზე knews.ge–მ გამოკითხვა თელავში ჩაატარა. გამოკითხული მოსახლეობის აზრით, რეგულაციები აქამდეც უნდა შემსსუბუქებულიყო.
“რეგულაციები საერთოდ უნდა მოიხსნას. ის რაც ახლა ხდება არ არის მისაღები. ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების სრული მოხსნა”,- აცხადებს თელავის ერთ–ერთი მკვიდრი ბიძინა ლაჩაშვილი.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან თელავის მუნიციპალიტეტში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე ქალაქ თელავში განახლდა სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა.
გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ თელავში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი