თელავში 9 წლის ნინის დასახმარებლად ორგანიზაციამ ,,მოვუსმინოთ სამყაროს” ფულის შეგროვება დაიწყო
თელავში 9 წლის ნინის დასახმარებლად მშობლის თხოვნის საფუძველზე თანხის მობილიზება დაიწყო ორგანიზაცია მოვუსმინოთ სამყაროს ბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ნინი შარიქაძე სმენისდაქვეითებისმქონე, კოხლეარული იმპლანტის მქონე პირია მას 2014 წელს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვა და ამ მოწყობილობის საშუალებით მას ესმოდა სამყაროს ხმები.
მაიას თქმით, ოპერაციის შემდგომ ერთი წლის განმავლობაში დაიწყო მეტყველება და ამჟამად ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში, თუმცა
8 თვის წინ მიიღო ტრამვა და დაუზიანდა კოხლეარული იმპლანტის შიდა და გარე მოწყობილობა.
,,ნინი შარიქაძეს სასწაფოდ ესაჭიროვება კოხლეარული იმპლანტის გარე პროცესორი.
გოგონას ოჯახს მოსაძიებელი 22000 ლარი აქვს ამიტომ ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მშობლის თხოვნა გავითვალისწინეთ გადაწყვიტეთ მიგვემართა საზოგადოებისთვის თანხის მობილიზებაში დასახმარებლად.
ოჯახს არ აქვს საშუალება რომ შეიძინოს მისი დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომლის მეშვეობითაც ნინის კვლავ შეეძლება გააგრძელოს სწავლა და მეტყველება.
ვთხოვთ გულთან მიიტანოს საზოგადოებამ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებები და დავეხმაროთ მათ. ჩვენი მიზანია, რომ კვლავ ესმოდეს ნინის და ჩაერთოს თავის თანატოლებთან ურთიერთობაში”,-აცხადებს მაია ხუციშვილი.
ორგანიზაციის მოვუსმინინოთ სამყაროს ხელმძღვანელს თვითონ ჰყავს სმენისდაქვეითების მქონე, კოხლეარული იმპლანტის მქონე შვილი და ზუსტად იცის მათი საჭიროებები.
,,ნინის ოცნებაა კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმების და ისევ შეძლოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, თანატოლებთან ურთიერთობა. გოგონა ცხოვრობს თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარდისუბანში არის 9 წლის და სწავლობს თელავის პირველ საჯარო სკოლის მესამე კლასში. ზუსტად ვიცი რა სიტუაციაშია ოჯახი და ნინი, რადგან მეც შშმ პირის მშობელი ვარ,- განუცხადა knews.ge-ს მაია ხუციშვილმა.
მისი განმარტებით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ქვეპროგრამის საფუძველზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ნინი დააფინანსა 10 000 ლარით პროცესორის შესასყიდად, თუმცა ეს თანხა საჭირო ნივთის საყიდლად არასაკმარისია და საჭიროა კიდევ 22 000 ლარის მობილიზება.
,,იმპლანტის ღირებულება შეადგენს 32000 ლარს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეპროგრამის საფუძველზე 10000 ლარი გამოყო და გაცემულია საგარანტიო წერილი თანადაფინანსების თაობაზე.
მერიამ უკვე 3 შშმ პირი დააფინანსა ანალოგიური საჭიროებით, თვითოეული 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ პროცესორის შესასყიდათ ეს თანხა არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ასეთი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რომ კოხლეარული იმპლანტის მომხმარებლებისთვის, მეორადი პროცესორის შეცვლას ითვალისწინებდეს. მოგეხსენებათ იმპლანტი არის ტექნიკური მოწყობილობა და ცვეთადია. შესაძლოა, როგორც ნინის შემთხვევაში, ტრამვის შედეგად დაზიანდეს”- განაცხადა მაია ხუციშვილმა.
მისი თქმით, ნინის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში საქართველოს ბანკში და ყველა მსურველს, შეუძლია თანხის გადარიცხვა. იმისთვის რომ ნინიმ ისევ იურთიერთოს გარემოსთან და მეგობრებთან, 1 ლარის დარიცხვაც კი მნიშვნელოვანია.
,,ამ ეტაპზე 123 ლარია მოგროვილი და თვითოეული თეთრი იქნება დასაბუთებული დოკუმენტურად და პირდაპირ მთლიანი თანხა გადაიგზავნება ინვოისში მითითებულ ანგარიშზე. ასევე მშობელთან შეთანხმებით და დოკუმენტაციაში ასახვით ბანკის ამონაწერებზე იქნება ხელმოწერები.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, ვისაც კი შეუძლია ნინის დახმარება. 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია, რომ გოგონამ კვლავ შეძლოს თავის თანატოლებთან ერთად სკოლაში სიარული და საზოგადოებაში თანაცხოვრება. დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების გულისხმიერების. მის დასახმარებლად გახსნილია საქართველოს ბანკში ანგარიში GE19BG0000000161575405GEL. ყველა შემოსული თანხის შესახებ ინფორმაცია იქნება გამჭვირვალე და საჯარო.”