თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად 20 მძღოლი გადამზადდა
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად მძღოლების და ტექნიკური პერსონალის გადამზადება მოხდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, უკვე გადამზადებულია 20 მძღოლი.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება მან ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
,,მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას. ამ ეტაპზე შეირჩა და გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. გვაქვს 5 ახალი ავტობუსი და ველოდებით კიდევ 5-ის გადმოცემას. ამ დროისთვის ასევე საკრებულოსთან ერთად მიმდინარეობს ორგანიზაციის შექმნაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას. ვმუშაობთ უკვე ამ დოკუმენტზე და ეს საკითხიც უახლოეს პერიოდში იქნება მოგვარებული”,- განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.