სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაშავდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი მძიმედ დაშავდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.