გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გამარჯვებული მეღვინე გივი თავთეთრაშვილი გახდა
გურჯაანში ღვინის ფესტივალი დასრულდა. ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული მეღვინე.
წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული ღვინო “ვაჩნაძიანის ველი” და მეღვინე გივი თავთეთრიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს ბანკმა საჩუქრად გადასცა საგზური, ღვინის გამოფენაზე შვედეთში.
ღვინის ფესტივალი გურჯაანში მესამედ იმართება და მის მიზანს ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.