კონკურსი არჩევნების ლაბორატორია: Election Lab-ში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსი ღიაა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
„მედია ცენტრი კახეთი“ „საარჩვნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით და აცხადებს კონკურსს არჩევნების ლაბორატორია: (Election Lab)-ში მისაღებად. მობილიზაცია მოხდება რეგიონული საინფორმაციო არხების, ადგილობრივი მედიის, სოციალური ქსელების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მუნიციპალურ ახალგაზრდულ განყოფილებებთან, სასწავლო ცენტრებთან კოორდინაციით.
მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული, ეთნიკური და მულტიკულტურული ფაქტორები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობის საკითხს.
არჩევნების ლაბორატორია – ტრეინინგები ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებისა და ქალების გადამზადების გზით ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში მოხდება განსახორციელებელი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების მოდელირება. ტრეინინგის კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს, ამასთან, მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციასა და შიდა კონკუსრში, გათვალისწინებულია ჯილდოც.
ტრეინინგებს გაუძღვებიან საარჩევნო სფეროს პროფესიონალი ექსპერტები და ტრენერები.
მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება 15 დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ან მოკლე რეზიუმე საკონტაქტო ტელეფონთან ერთად შემდეგ მეილზე: mediacenterkakheti@gmail.com
შერჩეულ კანდიდადებს თავად დავუკავშირდებით.