თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
21 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 22 და 31 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით მუცლისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ორივე დაჭრილი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი