წნორში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში, ხოლო მეორე კი წნორის კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს “ოპელის” მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.
როგორც ,,knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი