სოფელ სანავარდოში ავარიას ქვეითად მოსიარულე მესხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და ქვეითს შეეჯახა.
60 წლამდე ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონო გზაზე გადადიოდა. ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი