ავარია თელავში – 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში. ერეკლე მეორის გამზირზე, თელავის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხუთე კლასის მოსწავლეს ოპელის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოსწავლემ მსუბუქ ავტომანქანას წინ გადაურბინა, თუმცა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, 10 წლის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ფაწიტო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი