სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკის დარბევის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებმა მიმდინარე წლის 7 აპრილს სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკის ინვენტარი დააზიანეს, შენობაში დაცული წიგნები დახიეს, ასევე, ავეჯის და ნივთების დაწვა სცადეს.
უწყების ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი