ქურდობის ბრალდებით გურჯაანში ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ნ.-მ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.