ყვარელში ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. ყვარელში ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ მოპედს ,,ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად დაშავდა 21 წლის მამაკაცი, რომელიც მოპედის მძღოლი.
სხეულის სხვადასხვა დაზიანებით მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ გაუარაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი