ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის სვადასხვა დაზიანებით დაშავებულები ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. და მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ მოხმდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.