ახალი ამბები

“ლოლაძეების ფერმა” ლაგოდეხში მექსიკური პური ტორტილას წარმოებას გეგმავს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი “ლოლაძეების ფერმა” მექსიკური სამზარეულოსთვის კულინარიული ხაზის ამოქმედებას გეგმავს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ 2021 წელს დაგეგმილია შავი სიმინდის გადამუშავება, რომლის შედეგადაც მიიღება ტორტილა. ეს არის ბრტყელი, უსაფუარო პური, რომელსაც მექსიკურ სამზარეულოში გამოიყენებენ.

შავი სიმინდის წარმოება კომპანიამ გასულ წელს დაიწყო. ტორტილას გამოყენება და რეალიზაცია კი იგეგმება კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „ჰერეთში“ და რესტორანში, ისე სხვადასხვა მექსიკურ რესტორანში.

ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც აწარმოებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისსლაგოდეხში ეგზოტიკურ ხილს, ფიზალისს აწარმოებენ და შავ სიმინდს უკვე 6 წელია აწარმოებს.