ახალი ამბები

ლაგოდეხში აზიური ხილის ,,კალაბაშის” წარმოება დაიწყეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეწარმემ ლაშა ლოლაძემ, აზიური ეგზოტიკური ხილი, კალაბაშის წარმოება დაიწყო.
მეწარმეს თქმით, სხვადასხვა სახეობის ეგზოტიური ხილის მოყვანა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეისთვის ის მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მისივე განმარტებით, მსგავს პროდუქციას საქართველოში ჯერ არავინ აწარმოებს

„კალაბაში აზიური ბოსტეულია, რომელიც გასულ წელს პირველად მოვიყვანეთ. მას სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს.  განსაკუთრებით პოპულარულია ინდოეთში  და მას არაერთ კერძში იყენებენ. მაგალითად, ძალიან გემერიელი გამოდის კალაბაშის აჯაფსანდალი. უცხოეთში იყენებენ გარნირადაც. ლაგოდეხში მოვგყავს წელიწადში დაახლოებით ერთი ტონა და მისი საცალო ფასი 7 ლარია”,- განაცხადა მეწარმემ.

მეწარმე გარდა კალაბაშისა, ფიზალისს, კივანოს, მინი კივისა და მომორდიკის დასახელების ხილსა და ბოსტეულს აწარმოებს, რომელიც განსხვავებული გემოვნური და ვიზუალური თვისებებით გამოირჩევა.