საქართველოში წყალი გაძვირდა
იანვრიდან საქართველოში მტკნარი და მინერალური წყალი გაძვირდა. შესაბამისად მომხმარებლებს სუპერმარკეტების დახლებზე გაძვირებული პროდუქცია დახვდათ.
bm.ge-ს ინფორმაციით, “წყალი მარგებელმა”, რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და მათ შორის „ნაბეღლავის“ ბრენდსაც ფლობს, პროდუქციის ნახევარზე ფასები გაზარდა. გაძვირდა როგორც მინერალური, ისე მტკნარი წყლები. ფასები პროდუქციაზე 3-15%-ით არის გაზრდილი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებისკენ მათ 2020 წელს ლარის კურსის გაუფასურებამ უბიძგა.
მინერალურ წყალზე ფასების ზრდას ადასტურებენ კომპანია “ბორჯომშიც”, სადაც წყალ “ბაკურიანზე” ფასები რამდენიმე თეთრითაა მომატებული. ფასის ზრდის ზუსტ მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ.