ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლითა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

ვირუსს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები 90 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა.

გუშინ კახეთის რეგიონში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულების 120 ახალი კონტაქტის მოძიება სპეციალისტებმა დღის ბოლომდე შეძლეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, COVID-19- ის 2 209 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. ვირუსი 8386 ადამიანმა დაამარცხა.