იმუნიზაციისა და ვაქცინაციის როლი კოვიდ პანდემიის შეჩერებაში – ღია სტუდია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია , 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში, აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და წელსაც, ტრადიციულად, უერთდება.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები იმართება რომლის მიზანი ინფორმაციის მიწოდება იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. კახეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო თელავიდან 15 მარტს, ამ დროისთვის კახეთში ფუნქციონირებს 3 ამცრელი დაწესებულება.
World Vision საქართველოს ინკლუზიისა და ადრეული განათლების პროგრამების მენეჯერი – ცირა ბარქაია და დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოვიდ 19-ის ვაქცინაციის კომუნიკაციების მენეჯერი – მარინა თოფურიძე ადგილობრივ მედიასთან საუბრობენ ვაქცინაციის როლზე კოვიდ 19 პანდემიასთან ბრძოლისას.
გადაცემის სტუმრებმა ასევე დაანონსეს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრათა ციკლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.