16 თებერვლიდან კახეთში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი
რეგიონში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
ტემპერატურა –12 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო მაქსიმალური ნიშნული 11 გრადუსამდეა ნავარაუდები. მოსალოდნელია, როგორც წვიმა, ასევე ზოგიერთ ქალაქში თოვლიც.
თელავში – 4 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა, ხოლო დღის საათებში მოსალოდნელია + 8°.
ლაგოდეხში საღამოს ტემპერატურა –12 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღის საათებში სითბო 7 გრადუსამდე შენარჩუნდება.
გურჯაანში ამინდი მეტწილად წვიმიანი იქნება ნავარაუდევია –8 გრადუსიდან 9 გრადუსამდე ტემპერატურის ცვალებადობა.
სიღნაღში დღის საათებში მოსალოდნელია 11 გრადუსი, ღამით კი ტემპერატურის –6 გრადუსამდე დაეცემა.
ავტორი:
მარიამ ოქროცვარიძე