გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყო. ამ წუთებში სასამართლო პროცესზე კახეთის პოლიცის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის თანამშრომლებს კითხავენ. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად ესწრება. დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინებით 2018 წლის 16 დეკემბერს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე დააკავეს.
კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი