თელავში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები აღნიშნული პირების კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
კახეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 94-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, კახეთში, კორონავირუსი ჯამში, 46 პაციენტმა დაამარცხა, 90 მოქალაქე კი ვირუსს ამ დრომდე ებრძვის.
თვითიზოლაციაში 163, ხოლო რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში 151 ადამიანი რჩება.