კახეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი თელავში სამ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეპიდემიოლოგები აღნიშნული პირების კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
ვირუსი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრებ ქალსაც დაუდასტურდა. მან საკუთარი ინიციატივით კლინიკას გუშინ მიმართა.