როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილური და მართვადია.
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსი 46-მა პაციენტმა დაამარცხა, 90 მოქალაქე კი ვირუსს ამ დრომდე ებრძვის. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 163, ხოლო რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში 151 ადამიანი რჩება.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 90- ს გადააჭარბა