საკრებულოს წევრობის კანდიდატები კახეთში
რადიო ,,კახეთის ხმის” ეთერში საარჩევნო საკითხებზე გადაცემა პირდაპირ ეთერში გავიდა.
საარჩევნო გადაცემათა ციკლი ეთერში გადის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 17 საათზე. გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ რადიოს და ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში, ასევე მოგვიანებით შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენ საინფორმაციო პორტალზე knews.ge ზე.
დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ვინ არიან პარტიების მიერ წარდგენილი საკრებულოების წევრობის კანდიდატები კახეთში. კანდიდატები, რომლებიც თავის საარჩევნო დაპირებებსა და პოლიტიკურ გამოცდილებას გაგაცნობენ, ჩვენს მიერ შემთხვევითი პრინციპის მიხედვით შეირჩნენ. მათ შორის არიან როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საკრებულოებში, ასევე პარტიების მიერ წარდგენილი სიის პირველი ნომრები.
გადაცემაში ვსაუბრობთ რა გამოცდილება აქვთ ღია ეთერში მოწვეულ პოლიტიკოსებს და ასევე, საინტერესოა გამარჯვების შემთხვევაში რის გაკეთებას აპირებენ თავის ტერიტორიულ ორგანოში.
აღნიშნული გადაცემა მომზადდა პროექტის „პოლიტიკურ პარტიებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში და მხარდაჭერილია NDI-სა და USAID-ის მიერ. აღნიშნული გადაცემის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.