კოლეჯებს და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ სასწავლო პროცესი დასწრებულ ფორმატში განაახლონ
განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით კოლეჯებს და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ სასწავლო პროცესი დასწრებულ ფორმატში განაახლონ.
შესაბამის გადაწყვეტილებებს ისინი თავად მიიღებენ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და პროტოკოლები სრულად იქნება დაცული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ: 4 ოქტომბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა დასწრებულ ფორმატში აღდგება.