სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა.
ჩხენკელის თქმით, სასწავლი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით განახლდება.
“ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი”, – თქვა ჩხენკელმა.
გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან გაიხსნება ბაღები და გასართობი ცენტრები.