4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
„4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, მშობლებს არცევანის საშუალებაც ექნებათ და ვისაც სურვილი ექნება დისტანციურად სწავლის შესაძლებლობაც იქნება.
„ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ანუ თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა კვლავ დისტანციურად ან ონლაინფორატში გააგრძელოს მეცადინეობა, ჩვენ მათ ამის უფლებას ვაძლევთ შესაბამისად არჩევანს აქვთ თითოეულ მშობელს, “- განაცხადა მინისტრმა.
ასევე მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები.