თელავში ,,ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ,,ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატის ბანერი და პლაკატები დააზიანეს.
აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატი თავად ავრცელებს. მისი თქმით, საარჩევნო მასალებს შავი საღებავი აქვს დასხმული.
გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ დაზიანებული წინასაარჩევნო მასალა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინ არის განთავსებული.
ბანერების და საარჩევნო მასალების დაზიანების ფაქტებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური და მმართველი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.