კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტიდან იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
რეგიონში კორონავირუსით სულ 53 ადამიამი გარდაიცვალა. გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევა კი 7 575–ს შეადგენს.