კახეთში დაცულ ტერიტორიებზე საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყობა
Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
უწყების ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.
,,საინტერპრეტაციო და საინფორმაციო სახის ნიშნულებით სრულად აღიჭურვა კახეთში მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ლაგოდეხისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ნიშნულებით აღჭურვა. სამუშაოები კი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების მოსაწყობად 67 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და საერთო ჯამში, წლის ბოლომდე, პროექტის ფარგლებში, 300-ზე მეტი საინტერპრეტაციო, საინფორმაციო და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნული განთავსდება”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.