სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თელავში მოსახლეობის პრობლემებზე იმსჯელეს
სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თელავში მოსახლეობის პრობლემებზე იმსჯელეს.
რეგიონის განვითარების ცენტრმა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების ასახვის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ორგანიზაცია პროექტს NDI-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა თელავის სამოქალაქო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პლატფორმას.
კომიტეტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება, ასევე ამომრჩეველთა განათლება და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში საჭიროებების ასახვის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კომიტეტის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ქალების, ეთნიკური უმცირესობების და ახალგაზრდების საჭიროებებზე იმსჯელეს.
რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლიზი სოფრომაძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვან საკითხბზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პრეზენტაციის სახით გააცნეს არსებული სიტუაცია და ისაუბრეს მის საარჩევნო პროგრამებში ასახვის მნიშვნელობაზე.
,,თელავის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დროს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წარვუდგინეთ პრეზენტაციები ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე. მათი პროგრამა უნდა პასუხობფეს ადგილობრივ საჭიროებებს და ეყრდნობოდეს კვლევებს. ჩვენი მიზანია ურთიერთთანამშრომლობით, ერთად ვფიქრობდეთ ქვეყნის განვითარებაზე და პრობლემების მოგვარების გზებზე, რათა ჩვენი ცხოვრება უკეთესი იყოს.
იმედი გვაქვს, რომ ამ კვლევების შედეგებს ისინი გაითვალსიწინებენ და ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, არა მარტო საარჩევნო არამედ არასაარჩევნო პერიოდშიც. გვყავდა მომხსენებლები, რომლებმაც ისაუბრეს ახალგაზრდების საკითხებზე. ასევე ქალებზე, ეთნიკურ უმცირესობებზე და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე ტერიტორიული ნიშნის მიხედვით.
ასევე ჩატარდა მოკვლევა და მიმოხილვა თუ როგორია პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არჩევნებიდან არჩევნებამდე. ყველა ეს ინფორმაცია დამუშავდება და გადაეცემათ პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციებით, მაგრამ ეს არ არის აბსოლიტური გამოსავალი რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სპეციალური მიმართვაც გააცნეს, რომელიც რესურსების გაერთიანებით და ერთობლივი მოქმედებით ქვეყნის განვითარებისთცის სწორი პრიორიტეტების დასახვასა და განხორციელებას ეხება.
ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სთავაზობენ თანამშრომლობას და მხარდაჭერას, რათა მათი საარჩევნო პროგრამების ადგილობრივ საჭიროებებზე მორგება მოხდეს და ასახავდეს მოსახლეობის ინტერესებს, რომელიც მათივე თქმით, ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სარჩევნო პროცესის შექმნას, პარტიებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და პარტიების პროგრამების თანამონაწილეობითი შემუშავების პრაქტიკის დანერგვას.
მკვლევარმა თამარ ზურაბიშვილმა ტერიტორიული თვალსაზრისით არსებულ უთანასწორობასა და მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტერიტორიული უთანასწორობა იწვევს სხვა პრობლემებს, რომელიც შემდეგ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
,,ჩემი კვლევის ფოკუსი იყო ტერიტორიული თვალსაზრისით არსებული უთანასწორობა და სერვისებზე ხელმისაქვდომობის პრობლემა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები არ არის ბევრი, კარგად ჩანს, რომ თბილისთან შედარებით სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცოხვრები მოსახლეობის ხელისაწვდომობა გარკვეულ სერვისებზე არის დაბალი, რაც იწვევს უხარისხო განათლების მიღების ფაქტებს. ასევე, რომ შევადაროთ თბილისში მოსახლეობის შემოსავალი სოფლად მცხოვრებლების შემოსავალს, თითქმის ორჯერ ნაკლებია. ეს პრობლემები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაითვალსწინონ საკუთარ პროგრამებში. რაც უფრო ფოკუსირებულიები იქნებიან უკეთესია. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სხვა საჭიროებები აქვს და ქალაქად მცხოვრებლებს სხვა’’,- განაცხადა თამარ ზურაბიშვილმა.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორმა ნანა ათუაშვილმა კი ახალგაზრდებისთვის შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, მათ პოლიტიკურ პარტიებს ამ მიმართულებით სამი საკვანძო რეკომენდაცია წარუდგინეს, რომელიც ეხება ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ- გაძლიერებას, მათი საქმიანობის განვითარებას და ახალგაზრდობისთვის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზების საკითხების ხელშეწყობას.
,,პირველი პრეცენდენტი იყო, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და შესაძლებლობა გაჩნდა იმ გამოწვევებზე დისკუსიის და მსჯელობის, რაც პროექტის ფარგლებში დასახელდა. მე გავაკეთე პრეზენტაცია ახალგაზრდებთან დაკავშირებით. დღეს საქართველოში ახალგაზრდების 32% არ სწავლობს და დაუსაქმებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ და არც განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. ამ საკითხების ასახვა პროგრამებში და მის მოგვარებაზე მუშაობა მნიშვნელოვანია’’,- განაცხადა ნანა ათუაშვილმა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, გარკვეული საკითხები, რაც შეხვედრაზე იქნა განხილული შესულია მათ საარჩევნო პროგრამებში, თუმცა ადგილზე არსებული პრობლემების ახლებურად გააზრება მნიშვნელოვანია.
,,სამოქალაქო საზოგადოების წამომადგებლებმა გაგვაცნეს პრეზენტაციები იმაზე, თუ რა უნდა ასახონ პლიტიტიკურმა პარტიებმა თავიანთ პროგრამეში. ,,ევროპულ საქართველოს’’ პროგრამაში გვაქვს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდებს, მათ დასაქმებას, ქალთა საკითხებს, შშმ პირებს. და იმისათვის, რომ ცალკეული ჯგუფების პრობლემებს ვუპასუხოთ, აუცილებელია იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ არ გაჩნდა ეკონომიკური და ფინანსური რესურსი, როგორც ოჯახების, ასევე ცალკეული სოფლების ან ქალაქების და სახელმწიფოს ხელში, შეუძლებელი იქნება ყველა ამ საკითხზე მუშაობა. შემდეგ კი რესურსების არსებობის პირობებში როგორ და საით უნდა მიიმართოს ეს არის მნიშვნელოვანი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.