ახალი ამბები

თელავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის განთავსება იგეგმება

2025-2026 წლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 ახალი ავტომატური სადგურის განთავსება იგეგმება, – ამის შესახებ ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ალექსანდრე დალაქიშვილის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში.

სამინისტროს განმარტებით, ახალი ავტომატური სადგურების დამატება დაგეგმილია ფოთში, ოზურგეთში, ზესტაფონში, თაზაქენდში, გორში, ბოლნისში, ჭიათურაში, სიღნაღსა და ბორჯომში.

„დღეის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 15 სტაციონალური და 3 მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, მესტია, ახალციხე და თელავი.
2025-2026 წლებში დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ახალი 10 ავტომატური სადგურის განთავსება შემდეგ ქალაქებში: ფოთში, ოზურგეთში, ზესტაფონში, თაზაქენდში, გორში, ბოლნისში, ჭიათურაში, სიღნაღსა და ბორჯომში“, – ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ პასუხში.