ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლის 7 კონტაქტია მოძიებული

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლის 7 კონტაქტია მოძიებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მოსწავლე 2006 წელს არის დაბადებული.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვვევა დაკავშირებულია ლაგოდეხის კლასტერთან ( 5 ქეისი).

,,მოსწავლე თავის ოჯახის 3 წევრთან ერთად 13 სექტემბრიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ამიტომ მას სკოლაში არ უვლია. მასთან ერთად გატესტილი მისი ოჯახის წევრების კვლევის შედეგები უარყოფითია. თვითიზოლაციაში გადაყვანამდე 1 დღით ადრე ბავშვი იმყოფებოდა მეგობრის დაბადების დღეზე, რომლის მონაწილეები უკვე იდენტიფიცირებულია. 7 მათგანთან ნიმუშები აღებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.