კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა თელავსა და გურჯაანში გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლის დირექტორს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფილების ერთ თანამშრომელს, გურჯაანის ერთ- ერთი სალონის სტილისტს, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის მედდას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის სამ პედაგოგს და ერთ მოსწავლეს.
კორონავირუსი დაუფიქსირდა ასევე ლაგოდეხის სოფელ აფენში მცხოვრებ ქალს და მის ორ შვილს, თელავის საარჩევნო კომისიის წევრს, წინანდლის საჯარო სკოლის მდივანს, თელავის მე- 2 საჯარო სკოლის პედაგოგს, სამარშრუტო ტაქსის ერთ მძღოლსა და ერთ პენსიონერს.
კორონავირუსის 61 შემთხვევიდან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში , 4 სიღნაღში , 2 დედოფლისწყაროში, 1 საგარეჯოში გამოვლინდა.