თელავში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, კახეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 61 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თელავის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, დაფიქსირებული 27 შემთხვევიდან, ვირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის სამ პედაგოგს და ერთ მოსწავლეს, თელავის საარჩევნო კომისიის წევრს, წინანდლის საჯარო სკოლის მდივანს, თელავის მე- 2 საჯარო სკოლის პედაგოგს, სამარშრუტო ტაქსის ერთ მძღოლსა და ერთ პენსიონერს.
კორონავირუსის 61 შემთხვევიდან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში , 4 სიღნაღში , 2 დედოფლისწყაროში, 1 საგარეჯოში გამოვლინდა.