ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თელავის-ახმეტის-ყვარელის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ქადაგიშვილმა ფეისბუქის გვერდზე გააკეთა.
,,მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.
მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.