კახეთის რეგიონში ინფიცირებულებს სამი კოვიდ კლინიკა იღებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში შექმნილია სამი კოვიდ სასტუმრო და სამი კოვიდ კლინიკა, სადაც ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა ხდება.
მისი თქმით, რეგიონში ინფიცირებულების უმეტესობა სიმპტომიანი პაციენტები არიან.
,,რეგიონში საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 64 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -20 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 2064 მოქალაქე. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია.
კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 3 კოვიდ კლინიკა. ესენია: არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში, თელავის რაიონული საავადმყოფო, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსი და 1 შერეული კლინიკა
,,თელავის რეფერალური საავადმყოფო.” ასევე შექმნილია 2 კოვიდ სასტუმრო. ნაფარეულში ტყუპების მარანი და ქალაქ თელავში ჰოლიდეი ინნ’,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.