კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოროანვირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათში ინფიცირების 238 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.