ამირან გამყრელიძე – საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია
,,საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით”,- აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, გათვალისწინებულია ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს.
„დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.