კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულებს კოვიდ კლინიკები მოემსახურება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა ესაჭიროებათ, კახეთში შექმნილ კოვიდკლინიკებში უმკურნალებენ.
მისი ინფორმაციით, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა უკვე არის კოვიდ კლინიკა და იღებს დადასტურებულ პაციენტებს.
გარდა ამისა, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში მიმდინარეობს მცირე სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ დაიწყებს ფუნქციონირებას როგორც კოვიდ კლინიკა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკები თელავის რაიონულ საავადმყოფოსთანაც.