623 ინფიცირებული და ორი გარდაცვლილი- როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში- ინფოგრაფიკა
კახეთის რეგიონში 3 ნოემბრის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია. სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 623 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. საშულოდ დღეში 30-35 შემთხვევა ფიქსირდება.
მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -36, გურჯაანი -145, დედოფლისწყარო -21, ყვარელი -82, სიღნაღი – 54, ლაგოდეხი -60, თელავი – 199, საგარეჯო – 26.
აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 468 ინფიცირებული, მათგან 45 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 421 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 იმყოფება კარანტინში, 153 პირი გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.
საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 132 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1127 მოქალაქე. კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 32979 PCR ტესტირება.