კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თელავშია დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში დღემდე კორონავირუსის 1216 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 371 თელავის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში დაფიქსირებულია გარდაცვალების 8 შემთხვევა, საიდანაც ორი ადამიანი თელავის მუნიციპალიტეტიდან იყო.
მისი თქმით, კახეთში სულ დაფიქსირებული 1216 ინფიცირებიდან ახმეტაში -44, გურჯაანში -288, დედოფლისწყაროში -77, ყვარელში -136, სიღნაღში – 75, ლაგოდეხში -112, თელავში – 371 და საგარეჯოში – 113 გამოვლინდა.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 2 კოვიდ კლინიკა. ერთი არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში და თელავის რაიონული საავადმყოფო. ასევე 2 კოვიდ სასტუმრო: ტყუპების მარანი და ჰოლიდეი ინნ.