თელავის საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა
თელავის #17 საოლქო- საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები დაამტკიცეს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა.
“ნაციონალური მოძრაობიდან”, კომისის წევრის განცხადებით, მან შემაჯამებელ ოქმს, რომელიც გაყალბებულია, ხელი არ მოაწერა.
ოქმის მიხედვით, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს. სხდომა პროტესტის ნიშნად, ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმაც დატოვა. მისი განმარტებით, ოქმები ხელით არის გადასწორებული და ხელახალი გადათვლა შედეგებზე გავლენას მოახდენს.
,,ყველამ შეთანხმებულად დავტოვეთ სხდომა, რადგან ამდენი წლის გამოცდილება გვაქვს და არ გვქონია აქამდე ასეთი შემთვევა, რომ ამდენი შესწორების ოქმი ყოფილიყო შედგენილი. შესწორებული ოქმებიდან 16 ყვარელშია, 7 თელავში და 7 ახმეტაში. ამდენი გადასწორებით პროცენტული რაოდენობა თელავზე გამოდის 15% -ით მეტი ყვარელზე 48%-ით რომელმაც შეიძება სხვაობა გამოიწვიოს და იმოქმედოს შემაჯამებელი ოქმის შედეგებზე. ამიტომ ვაპროტესტებ შედეგებს. ასევე არ მოხდა შეცდომებზე კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება რის გამოც ეჭვი ჩნდება რომ შედეგები გაყალბებულია. სწორედ ამიტომ არ მოვაწერე ხელი შემაჯამებელ ოქმს”,– განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგნელმა ლია მამაგულაშვილმა.
ოქმის ობიექტურობა ასევე ეჭვქვეშ დააყენა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმაც, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
ოპოზიციონერი წევრების პოზიციას არ იზიარებს თელავის საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი.
მისი განმარტებით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ოლქში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. შედეგების მიხედვით აღნიშნულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გიორგი ბოტკოველი.
Aa