ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.
ისინი ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურ პარტიას აქვს გადალახული: „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „მოქალაქეები“.