თელავის 54-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა
თელავის 54-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა დაწერა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას. თელავის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემა დროულად აღმოიფხვრა და 54-ე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,აღნიშნულ უბანზე ვიყავი ჩასული და ადგილზე გავეცანი ვითარებას. ვნახე რომ აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა. ზოგადად მე-10 ოლქში განთავსებულ 54 უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.