18 მაისს თელავში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
ქალაქი თელავი ეროვნული სამოსის დღეს შეუერთდება. 18 მაისს, 12:00 საათიდან ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართება მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან ერეკლე მეორის სასახლის კომპლექსამდე.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ისტორიული მუზეუმის ღია ამფითეატრში გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური სტუდიები.
ნიკოლოზ ესიტაშვილი