სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვღარ შეძლეს.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე, სტაბილურია მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლაფანყურში გუშინ გვიან ღამით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.