პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, მთავრობა დათმობაზე წავიდა, როცა აღნიშნული სისტემით არჩევნების ჩასატარებლად დაიწყო მუშაობა.
,,პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეს არის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტმა მოიყვანა. ეს იყო ახალგაზრდების გულწრფელი ნება.
საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა და შანსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს აბსოლუტური კონსენსუსის საფუძველზე ხელისუფლებას, ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს აკრძალვებზე ავაგოთ კონსტიტუცია თუ პარტიების შორის თანამშრომლობას მივცეთ საშუალება’’,– განაცხადა მამუკა კაციტაძემ.