დავით უსუფაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
პარტია ,,შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სწორი ნაბიჯია.
,,მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში აისახოს. მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ხარვეზებია, მაგრამ მზად ვარ, თვალი დავხუჭო ამ ხარვეზებზე, რადგან თავად სისტემა გვაქვს კონსტიტუციურად გასამაგრებელი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას პარტიების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები ეწრებოდნენ.
იხილეთ დავით უსუფაშვილის ვიდეო კომენტარი: